სამედიცინო ტურიზმი საქართველოში
ქირურგიის ეროვნული ცენტრი 1946 წელს, საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა. ის მდიდარი ტრადიციების მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იღებს და მკურნალობს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი უცხოელ პაციენტებს სთავაზობს შემდეგი სამედიცინო სტრუქტურების მომსახურებას:
რადიოთერაპიის დეპარტამენტი;
ციფრული პეტ/კტ;
ინსულტის ცენტრი;
ქირურგიის დეპარტამენტი;
ამბულატორია;
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი;
ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი;
ენდოვასკულური, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგია;
სისხლის ბანკი;
გინეკოლოგიის დეპარტამენტი;
ჰემოსტაზის ლაბორატორია;
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი;
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი;
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი;
ანესთეზიოლოგია;
მულტიპროფილური დეპარტამენტი;
გადაუდებელი დახმარება;
ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი;
სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.
რადიოთერაპიის დეპარტამენტი
რადიოთერაპიის დეპარტამენტში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ტარდება შემდეგი ორგანოების დასხივება:
თავის ტვინი;
თავ-კისერი;
ფილტვი;
მკერდი;
კუჭ-ნაწლავი;
შარდ-სასქესო სისტემა;
ძვლები.
ასევე, ჩვენს ცენტრში პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ HDR ბრაქითერაპიული მკურნალობა. ბრაქითერაპია არის მაღალტექნოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც სიმსივნის არეში, გარკვეული დროით, შეჰყავთ რადიოაქტიური ნივთიერება. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამანადგურებელი დოზით დასხივდეს სამიზნე მოცულობა და მაქსიმალურად დაიზოგოს სიმსივნის გარშემო მყოფი ჯანსაღი ქსოვილები.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
რადიოთერაპიის დეპარტამენტი
ბრაქითერაპია
Digital PET/CT - ციფრული პეტ/კტ
იგივე მეთოდი შეუძლიათ გამოიყენონ პრაქტიკულად ჯანმრთელმა პირებმა, რომელთაც სურვილი აქვთ გამოიკვლიონ საკუთარი ორგანიზმი ონკოპათოლოგიებისა და ნევროლოგიური დაავადების ნაადრევი აღმოჩენის მიზნით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
PET/CT
ინსულტის ცენტრი
ინსულტის ცენტრის პაციენტებს, ქირურგიის ეროვნული ცენტრში, ამერიკული (აშშ) და ევროპული სტანდარტებით მართავენ! შექმნის დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი გადაურჩა დაღუპვას ან ღრმა ინვალიდობას. ამის მიღწევა კი, მოხერხდა პროფესიული კადრების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სამედიცინო ტექნიკის დახმარებით, რომელთა შორისაა უახლესი იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფი და კომპანია OMRON-ის თანამედროვე აპარატურა. აპარატურა. ერთმანეთისგან განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს.
იშემიური ფორმა ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად, რომელსაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება.
ჰემორაგიული ფორმა ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას, რის ფონზეც რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ინსულტის ცენტრი
ქირურგიის დეპარტამენტი
ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. კლინიკური გამოცდილება თუ პროფესიონალიზმი ქირურგებს საშუალებას აძლევს გადაჭრან ქირურგიის სფეროში არსებული ყველა სახის პრობლემა. ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პაციენტებზე. ფლობენ როგორც ღია წესით არსებული ოპერაციების ტექნიკას, ასევე, ლაპარასკოპიულ თუ ენდოსკოპიურ მეთოდებს. აქ, ზოგადი ქირურგიის სფეროში არსებული ყველა ნოზოლოგიის მკურნალობასთან ერთად, ტარდება ისეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციები, როგორიცაა:
სლივგასტრექტომია;
ჰემიჰეპატექტომია (ღვიძლის რეზექცია);
გასტრექტომია;
ონკოლოგიური და არაონკოლოგიური ქირურგიული ოპერაციები;
პანკრეატოდუოდენური რეზექცია;
ჰემიკოლექტომია;
ლაპაროსკოპიული ჩარევები;
მუცლის წინა კედლის რეკონსტრუქციული ოპერაციები (თიაქრები და ა.შ.);
ენდოკრინული ქირურგია (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ოპერაციები).
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ქირურგიის დეპარტამენტი
ამბულატორია
ამბულატორიული მომსახურებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია პაციენტებისთვის ყოველდღიურად მოქმედი ფასდაკლებები და ისეთი ულტრათანამედროვე აპარატურა, როგორიცაა:
32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი - Toshiba Aquilion RXL ;
ექოკარდიოგრაფიის აპარატი - TOSHIBA Aplio 400 ;
ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის აპარატი - Toshiba Aplio 500;
კომპიუტერული ტომოგრაფი - Toshiba Aquilion Lightning SP;
128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი - Philips Vereos Digital CT;
მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფი - TOSHIBA vantage Elan;
ენდოსკოპიური აპარატი - OLYMPUS EVIS EXERA III CV 190.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ამბულატორია
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი მუდმივად თანამედროვე მედიცინის ავანგარდშია. საქართველოში ჩვენ ვქმნით ამინდს ნეიროქირურგიაში და ვნერგავთ ოპერირების ულტრათანამედროვე მეთოდებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ტარდება მრავალნაირი სირთულის და მიმართულების ნეიროქირურგიული ოპერაცია, მაგალითად, როგორიცაა:
ოპერაციები ხერხემლისა და თავის ტვინის პათოლოგიების დროს;
ინვაზიური ჩარევები ენდოვასკულური მეთოდით თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს;
თავის ტვინის ანევრიზმების დროს, როგორც ენდოვასკულური, ისე ღია წესით.
აღსანიშნავია, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ ექსკლუზიური მეთოდის, თრომბექტომიის მასობრივი გამოყენების პრაქტიკა !
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
ნეფროლოგიის , ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი
ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტში გეგმიურ რეჟიმში მკურნალობენ როგორც დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ისე დიალიზდამოკიდებული, სტუმრის რეჟიმში ვიზიტად მოსული უცხოელი პაციენტები. ჰემოდიალიზის სეანსები ყოველდღიურად, სამი ცვლის პირობებში ტარდება.
დიალიზი სისხლის გაწმენდაა, ნახევრად გამტარი მემბრანის მეშვეობით. როდესაც თირკმელები სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, საჭიროა დიალიზი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან ხელოვნურად იდევნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად ნარჩენი პროდუქტები და სითხე. პროცედურა ტარდება თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს. გრძელდება საშუალოდ 4 საათი და არის სრულიად უმტკივნეულო. გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ექსკლუზიურია თბილისში და ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
წყარო: kirurgia.ge