ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ქირურგიული დარგის შემდეგი სპეციალობები:
ზოგადი ქირურგია
სისხლძარღვთა ქირურგია
რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
ნეიროქირურგია
გულმკერდის ქირურგია
უროლოგია
გინეკოლოგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
ენდოკრინული ქირურგია
ოტო-რინო-ლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ოფთალმოლოგია
ონკოქირურგია
ჩირქოვანი ქირურგია
პროქტოლოგია
ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი:
ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. ზოგადქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით: OLYMPUS-ის უახლესი თაობის ენდოლაპაროსკოპიული ნაკრებით, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC” , ინტრაოპერაციული იაპონური წარმოების რენტგენოლოგიური აპარატით (SHIMADZU). ულტრათანამედროვე ლაპაროსკოპით - “OLIMPUS“-ის უახლესი მოდელით “VISERA PRO“, ენდოსკოპიური ქირურგიის უახლესი აპარატით „OLYMPUS EGZERA 170”..
ქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ისეთი ოპერაციები როგორიცაა:
• პანკრეატოდუოდენური რეზექცია;
• ბარიატრიული ოპერაცია - სლივ გასტრექტომია;
• კუჭის და ნაწლავების ანთებადი და სიმსივნური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებადი და ონკოპათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული და ნაკლებად ინვაზიური - მინი ლაპაროტომიული და ლაპაროსკოპიული მეთოდებით;
• რეკონსტრუქციული ოპერაციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე და სანაღვლე გზებზე;
• ოპერაციები პანკრეასისა და ღვიძლის სიმსივნეების დროს;
• სხვადასხვა ორგანოების პარაზიტული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• თიაქარპლასტიკა თიაქრის სხვადასხვა ლოკალიზების დროს;
• სპლენექტომია ელენთის დაავადების დროს;
• ღვიძლის ატიპიური რეზექცია სიმსივნური დაზიანების დროს;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• ოპერაციები საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს;
• ოპერაციები საყლაპავის აქალაზიის, გასტროეზოფაგული, რეფლუქსური დაავადების დროს;
სისხლძარღვთა , პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი:
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის სამსახური, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.
აქ ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია:
• მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა;
• მაგისტრალურ სისხლძარღვთა პროთეზირება;
• აორტო–ბიფემორალური შუნტირება, აქსილო–ფემორალური შუნტირება;
• კომბინირებული ფლებექტომია;
• თითების რეპლანტაცია და აუტოტრანსპლანტაცია (მტევანზე, ტერფიდან მტევანზე);
• ტერფმრუდობის მკურნალობა ახალი შერწყმული მეთოდით, ტენდოპლასტიკა, ტენდოტრანსპოზიცია;
• მხრის წნულის ტრამვულ და თანდაყოლილ დაზიანებათა მკურნალობა;
• რეინოს დაავადების, დიაბეტური ანგიოპათიების მკურნალობა;
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი:
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში ტარდება თითქმის ყველა ტიპის და სირთულის ოპერაცია:
• მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება;
• ოსტეოსინთეზი;
• ძვალ–სახსროვანი სისტემის ტრავმული, თანდაყოლილი დეფორმაციებისა და შეძენილი პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა;
• ტერფმრუდობის კორექცია;
• ოპერაციები ტერფის ვალგუსური დეფორმაციის გამო;
• ოპერაციები მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაციის გამო;
• შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;
• კიდურის ძვლების ოსტეოსინთეზი;
• ინტრამედულური ოსტეოსინთეზი;
• კეროვანი ოსტეოსინთეზი;
• გარეგანი ფიქსატორებით ოსტეოსინთეზი;
• კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება;
• ოპერაციები სახსრების იოგოვანი აპარატის დაზიანების გამო;
გინეკოლოგიური დეპარტამენტი:
გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე კოლპოსკოპით, OLYMPUS-ის უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული ნაკრებით გინეკოლოგიური ჩარევებისთვის, ჰისტეროსკოპიული და ზოგად–გინეკოლოგიური, ნაკლებად ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით, ულტრაბგერითი დანით, საკოაგულაციო და ლაზერული დანადგარით. ტარდება ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია და დიაგნოსტიკა:
• საშვილოსნოსა და მისი დანამატების ექსტირპაცია ვაგინალური და აბდომინური მიდგომით;
• ყელისა და საშოს კედლების პლასტიკა;
• ოპერაციები საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო;
• კისტექტომია;
• მიომექტომია;
• ოპერაციები უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის;
• ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური დიაგნოსტიკა;
• ლაპარასკოპიული ჩარევები საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების დროს;
• რადიკალური ჰისტერექტომია აბდომინური (მათ შორის ლაპაროსკოპიული)
და საშოს-მხრივი მიდგომით;
• გაფართოებული ჰისტერექტომია ვერტჰაიმის მეთოდით;
• ქირურგიული პლასტიკა და პროთეზირება გენიტალური პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის დროს;
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
გინეკოლოგიურ ოპერაციათა უმეტესობა ლაპარასკოპიული მეთოდით ხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედობის სურვილის მქონე რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებისათვის.
ნეფროლოგიის,თირკმლის ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი:
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი.
დღეისათვის კლინიკა ემსახურება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე 130 პაციენტს.
ოფთალმოლოგიური სამსახური:
წყარო: kirurgia.ge