კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.
ირინა ჯობავა
ფოტო ცენტრის საიტიდან · ნებართვა დასადასტურებელია

ექიმები

ირინა ჯობავა

რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი

1998-2004 წწ. სოხუმის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.

სახელმწიფო სერტიფიკატები სპეციალობებში:

სამედიცინო რადიოლოგია - სერია I ა 60 001163

რადიაციული თერაპია - სერია I ა 95 01333

დიპლომისშემდგომი განათლება

2004-2009 წწ. ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, სხივური თერაპიის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი, რეზიდენტი რადიაციული ონკოლოგია;

2006-2008 წწ. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურა, სამედიცინო რადიოლოგია;

2008 წელი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა /სერტიფიკატი/ მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა;

2007 წელი „რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა“ ბირთვული მედიცინა /სერტიფიკატი/კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ. თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა;

2007 წელი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია /სერტიფიკატი/ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა.

2010 წელი IAEA-საერთაშორისო სერტიფიკატი „რადიაციული ონკოლოგიის ასპექტები ბრაქითერაპიაში“ და „რადიაციული თერაპია და ჯანმრთელობა“, კაუნასის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზა რადიოთერაპიის და ონკოლოგიის დეპარტამენტების ბაზაზე;

სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ლიტვა, კაუნასი – პროსტატის კიბოს მკურნალობა LDR-ბრაქითერაპია (იოდის რადიოაქტიური მარცვლების გამოყენებით) და HDR Iri-192 ბრაქითერაპია, თავ-კისრის კიბოს მკურნალობა HDR Iri-192 ბრაქითერაპიის გამოყენებით, გინეკოლოგიური კიბოს რადიოთერაპიული მკურნალობის მეთოდი ტელეთერაპიის და ბრახითერაპიის საკითხები Fellowship;

2013 წელი IAEA-საერთაშორისო სერტიფიკატი „რადიოიზოტოპური და რადიაციული თერაპია“ (რომელიც მოიცავს პროსტატის, თავ–კისრის, სარძევე ჯირკვლის ბრახითერაპიას) კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკა რადიაციული დეპარტამენტი სასწავლო-პრაქტიკული კურსი, ქალაქი კიოლნი, გერმანია Fellowship.

სამუშაო გამოცდილება

მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში რადიაციული ონკოლოგის, ბრაქითერაპევტის თანამდებობაზე;

2013 წლიდან დღემდე სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-რადიოთერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2011–2013 წწ. შპს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სხივური გინეკოლოგიის ბრაქითერაპიის განყოფილება, რადიოთერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2009–2011 წწ. ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, სხივური გინეკოლოგიის განყოფილება, სხივური თერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2004–2009 წწ. ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების უმცროსი ექიმი.

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის, ონკოლოგთა ასოციაციის, ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის, ESTRO, ESGO-ს წევრი.

წყარო: kirurgia.ge