კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

მიმართულებები

გადაუდებელი დახმარება

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი · საჭიროებს სამედიცინო გადამოწმებას · დაუდასტურებელი უპირატესობის განცხადებები ამოღებულია
გადაუდებელი დახმარება
ფოტო ცენტრის საიტიდან · ნებართვა დასადასტურებელია

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი კლინიკის კარიბჭეს წარმოადგენს.

დეპარტამენტი 8 საწოლზეა გაშლილი და ამ მიზნით გამოყენებულია გერმანული კომპანია „შროდერის“ უახლესი ფუნქციური და მანევრირებადი საწოლები.

ყველა საწოლთან მოწყობილია ჟანგბადის წერტილები და მონიტორული სისტემა, რითაც შესაძლებელია თითოეული პაციენტის კარდიომონიტორირება.

24 საათის განმავლობაში გადაუდებელი ჩარევების რეჟიმშია შესაძლებელი კორონარების, თავის ტვინის და სხვა არტერიების გამოკვლევა და სტენტირება. ამ აპარატურას ემსახურებიან ადგილზე მყოფი გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები. 24 საათის განმავლობაში გამართულად მუშაობს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელშიც შესაძლებელია ყველა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუფერხებლად.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების, ამბულატორიული, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიის, შინაგან სნეულებათა, გინეკოლოგიის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის, სისხლის დაავადებათა, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კრიტიკული მედიცინის, ანესთეზიოლოგიის, საოპერაციო, ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის, სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის, კარდიოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ენდოკრინული ქირურგიის, ენდოვასკულური ანგიოლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტები, აგრეთვე ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.

კლინიკას გააჩნია ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის მართვის სრული რესურსი. კლინიკაში პაციენტის მართვა იწყება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან. ყველა დეპარტამენტი და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას და რეალიზებას, მოგეხსენებათ, დროულ და ადეკვატურ გაუდებელ დახმარებასა და დიაგნოსტირებას ლომის წვლილი აქვს დაავადებაზე გამარჯვებისა და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში!

დეპარტამენტში წარმატებით მუშაობს სტაჟირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება კადრების პროფესიული ზრდა და განვითარება.

ულტრათანამედროვე აღჭურვილობამ და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა საშუალება მოგვცა ვმართოთ ურთულესი დაავადებები და მუდამ ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ექიმები

თეიმურაზ მეგრელიშვილი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ამ სერვისთან დაკავშირებული ექიმები

კავშირი აღებულია ცენტრის გვერდიდან.

წყარო: kirurgia.ge