კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

მუცლის აორტის ანევრიზმა – გთავაზობთ მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგს

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 65 წლის და მეტი ასაკის მამაკაცებისთვის აცხადებს აქციას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ჩაიტარეთ მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი.

110 ლარის ნაცვლად 55 ლარად გთავაზობთ:

ანგიოლოგის კონსულტაციას;

მუცლის ღრუს ექოსკოპიას.

აქციით უნდა ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

დროგამოშვებითი ან მუდმივი ხასიათის დისკომფორტი მუცლის არეში;

მაღალი არტერიული წნევა.

ასევე აქციით უნდა ისარგებლოთ თუ:

ხართ თამბაქოს მომხმარებელი;

გაქვთ ჭარბი წონა;

ხართ დიაბეტით დაავადებული;

გადაიტანეთ ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი.

ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით, დაიცავით თავი მუცლის აორტის ანევრიზმისგან.

აქცია სკრინინგი ძალაშია ყოველ სამშაბათს!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი

ანევრიზმა

მუცლის აორტა

რა აინტერესებთ პაციენტებს

მიალგია

კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

იხილეთ პასუხი

დაღლილი ფეხების სინდრომი

კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?

იხილეთ პასუხი

ვენური პათოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.

იხილეთ პასუხი

სტენტირება

კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა

იხილეთ პასუხი

სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში

კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.

იხილეთ პასუხი

მტევნის ართრიტი

კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge