ანგიოლოგი
ბათუმის კლინიკა
18 აპრილს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ანგიოქირურგი გიორგი კუტივაძე მიიღებს პაციენტებს!
გიორგი კუტივაძე არის თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, რომელიც დიდი ხანია ახორციელებს ვიზიტებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში და ჰყავს ბევრი მადლიერი პაციენტი.
რას მოიცავს ვიზიტი?
პროფესიონალი ანგიოქირურგის კონსულტაცია
ქვემო კიდურების დუპლექს სკანირება - ზუსტი და თანამედროვე დიაგნოსტიკა
მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა
მდგომარეობა რა დროსაც უნდა მივმართოთ ანგიოლოგს:
• ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების არსებობა
• შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
• დისკომფორტი ფეხებში და სიარულისას ადვილად დაღლა
• ქვემო კიდურებზე კანის ფერის შეცვლა
საჭიროების შემთხვევაში ჩარევა ხდება თანამედროვე მეთოდით - ლაზერული აბლაციის მეთოდით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას და არ საჭიროებს სტაციონარიზაციას.
შეთავაზებით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 0422 40 00 00
მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
იხილეთ პასუხი
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
იხილეთ პასუხი
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
იხილეთ პასუხი
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
იხილეთ პასუხი
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
იხილეთ პასუხი
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას
იხილეთ პასუხი
წყარო: kirurgia.ge