ციფრული პეტ-კტ PHILIPS Vereos Digital PET/CT
15 დეკემბერი 2021
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
უკვე რამდენიმე თვეა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მსოფლიოში უახლესი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი PHILIPS Vereos Digital PET/CT ფუნქციონირებს. 9 დეკემბერს კი, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი. ცენტრის პროფესიონალ კადრებს კვალიფიკაცია გავლილი აქვთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მათ კი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შორენა ესიაშვილი ხელმძღვანელობს.
ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ლენტი კომპანია ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ გაჭრა და დამსწრე საზოგადოებას ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ესაუბრა:
გახსნის საზეიმო ცერემონიას, სხვადასხვა ქვეყნიდან, ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები:
პედრო კავადასი, MD, PhD - კავადას კლინიკის დირექტორი, პედრო კავადას ფონდის დამფუძნებელი და მმართველი, ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი);
მაია ჯუღაშვილი, MD, PhD - სხივური ონკოლოგი Genesis Care Spain- ESTRO NSC სამეცნიერო საბჭოს წევრი, მურსიის უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი);
ოკტარ ასოღლუ, MD, PhD - კოლორექტალური ქირურგი, სტამბულის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი (თურქეთი);
ესკარლატა ლოპესი, MD, PhD - ონკოლოგიის პროფესორი, სხივური ონკოლოგი Genesis Care Spain (ესპანეთი);
ხუან ბარსია, MD, PhD - Hospital Clínico San Carlos ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კათედრის გამგე (ესპანეთი);
უმუტ ელბოგა - პროფესორი, გაზიანტეპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელი (თურქეთი);
იბრაჰიმ ოზსუ - კომპანია „მოლტეკის“ დამფუძნებელი;
ხან ზაფერ აქსოი და სალიჰ ადინი - მოლტეკის წარმომადგენლები;
ჯო ქევენა - ამერიკული კომპანია „თი ემ დის“ წარმომადგენელი, ელექტას ოფიციალური პარტნიორი;
ლილია რიაბინკინა - „ფილიპსის“ მარკეტინგის დირექტორი;
კარინა დაშიანი - ევროპის ოფისის ხელმძღვანელი.
გარდა უცხოელი სტუმრებისა, ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო საზოგადოების საპატიო წარმომადგენლები, „ფილიპსის“ სათავო ოფისის თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების ოფიციალური პირები:
გელა ჩივიაშვილი – ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი;
ნათია ვერძაძე – ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი;
მარიამ შელეგია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი.
თურქი პროფესორის უმუტ ელბოგას შეფასება:
„მოხარული ვარ რომ მომიწვიეს. იმან, რაც დღეს აქ ვიხილე, მოლოდინს გადააჭარბა. ბირთვული მედიცინის ასეთი დონის ცენტრი მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, თქვენს რეგიონს ამით ძალიან გაუმართლა. წარმატებებს ვუსურვებ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და სრულიად კომპანია ავერსს.“
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად, დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 !
კიბო არ არის განაჩენი!
pet/ct
ბირთვული მედიცინა
პეტ/კტ
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
იხილეთ პასუხი
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
იხილეთ პასუხი
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
იხილეთ პასუხი
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
იხილეთ პასუხი
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
იხილეთ პასუხი
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?
იხილეთ პასუხი
წყარო: kirurgia.ge