კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

შეთავაზება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ჩაიტარეთ ექოკარდიოგრაფია და ელექტროკარდიოგრაფია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უმნიშვნელოვანეს კვლევებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროულად გამოვლენის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით!

აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს, თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:

პერიოდულად გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;

აჩქარებული გულისცემა;

სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში;

დაღლილობის შეგრძნება;

ძილის დარღვევა.

შეთავაზების ფარგლებში ჩაიტარებთ:

კონსულტაციას კარდიოლოგ თინათინ მარგალიტაძესთან;

ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპია);

ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).

ამას გარდა, ზემოხსენებულ სამ კვლევასთან ერთად, დამატებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების განმსაზღვრელი კვლევა!

შეთავაზების სარგებლობა შესაძლებელია ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პაციენტს .

კარდიოლოგი თინათინ მარგალიტაძე ფლობს უცხო ენებს. შესაბამისად, შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ინგლისურ და რუსულენოვან პაციენტებს.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (32) 2 02 25 25 ან (+995) 577 119 119.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუშაობს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

გულის შეტევა

გულის უკმარისობა

კარდიოლოგია

რა აინტერესებთ პაციენტებს

თავის ტკივილი, არითმია

კითხვა: გამარჯობა ბოლო რამდენიმე თვეა დილით მეღვიძება თავის ტკივილით და გულის აჩქარებით. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული . მადლობთ

იხილეთ პასუხი

ტკივილი გულმკერდის არეში

კითხვა: მოგესალმებით, მკერდის არეში ხშირად მაქვს ტკივილები და მსუბუქ ფორმაში ჰაერის უკმარისობა, ოდნავი დატვირთვისას ტკივილი ძლიერდება და თუ არ შევჩრდები, უფრო უმატებს, თითქოს მკერდის ძვალი მქონდეს ჩამტვრეული ისეთი ტკივილებია. ვის მივმართო ამის შესახებ? გულია თუ ბრონქების პრობლემაა. მადლობა.

იხილეთ პასუხი

ყურებში ხმაური – ტინიტუსი

კითხვა: გამარჯობა.ყურში ხმაურის გამო დანიშნული მაქვს ბეტასერკი და ტებოკან ფორტე ერთი თვით.ერთი თვე გავიდა უკვე მაგრამ წამლები შევაჩერე თუ არა მაშინვე დამეწყო ისევ ხმაური.რამდენი ხანი შეიძლება ამ წამლების დალევა შეიძლება გავაგრძელო.რაც ამ წამლებს ვსვამ წნევებიც აღარ მაქვს.არადა ისე სულ მაღალ წნევებს ვატარებ.

იხილეთ პასუხი

გულის მანკი

კითხვა: მოგესალმებით.მაწუხებს გული. დიაგნოზი მანკი ,ანევრიზმა ,იშემია და სტენოკარდია. წნევის წამლების გარდა არაფერს არ ვიღებ,მაგალითად გულის მკვებავი ,ან არც ვიცი როგორ გითხრათ,სისუსტე მაქვს,ადვილად ვიღლები .რატომღაც არ თვლიან საჭიროდ და არ მაქვს გამოწერილი ,რა შეიძლება მივიღო

იხილეთ პასუხი

ფიბრინოგენი, ქოლესტერინი

კითხვა: გამარჯობა, ფიბრინოგენის კონცეტრაცია მქონდა მაღალი 7 თვეა ვსვავ ანგიოფლუქსს ეხლა რომ ავიღე ანალიზი უკვე ნორმაშია, მაინტერესებს შევწყვიტო? ან რამდენ ხანში გადავამოწმო? და კიდევ მაინტერესებს , ხოლესტერინიც მქონდა მაღალი ეხლა უკვე ნორმაშია , ვსვავდი ათეროქსს შეწყვეტა შეილება? მითხრეს მტელი ცხოვრე ბა უნდა სვაო. მადლობა

იხილეთ პასუხი

სუნთქვის უკმარისობა

კითხვა: ვარ 42 წლის.მაქვს ჯანმრთელობის მრავლობითი პრობლემა მაგრამ ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობის შესახებ გკითხავთ; ფილტვები ჯანმრთელი მაქვს ბრონქებიც და ჟანგბადიც რამდენჯერმე გავიზომე და ნორმალურიაო მაგრამ მაინც რატომ არ მყოფნის ჰაერი სუნთქვის დროს? ოდნავ ჩქარა თუ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ან თუ ოდნავაც კი გავნერვიულდი შეტევა მეწყება ვერ ვსუნთქავ. თვითნებურად ვიღებ ამ დროს სიმბიკორტის ფხვნილს და მიხსნის სუნთქვას რამდენიმე წამში.რასთან გვაქვს საქმე რა იწვევს სუნთქვის უკმარისობას? გმადლობთ.

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge