კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ციფრული, 160 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი (კტ) ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სიახლე ბათუმში - ციფრული 160 შრიანი კტ

23 მაისი 2024

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ.

მოსახლეობას ეძლევა საშუალება ბათუმში ჩაიტაროს ორგანიზმის ღრმა დიაგნოსტიკური კვლევა იაპონური კომპანია CANON -ის, ულტრათანამედროვე, ციფრულ კომპიუტერულ ტომოგრაფზე Canon Aquilion Lightning SP.

Canon Aquilion Lightning SP გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

75%-ით შემცირებული სხივური დატვირთვა

70 %-ით ნაკლები ინტრავენური კონტრასტირება

უსწრაფესი სკანირება

0,1-0,3 მმ სიზუსტის ჭრილი

დიდი ზომის გვირაბი

რას ნიშნავს 160 შრე და რა დატვირთვა აქვს?

32, 64 და 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160 შრიანი Canon Aquilion Lightning SP –ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.

სასურველ კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0422 40 00 00

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბათუმის კტ

რა აინტერესებთ პაციენტებს

CT კვლევა

კითხვა: გამარჯობა,თირკმელებზე და მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია? და თუ არის შეღავათი სტუდენტებზე. გმადლობთ წინასწარ.

იხილეთ პასუხი

CT კვლევა

კითხვა: გამარჯობა.მუცლის ღრუს ტომოგრაფია თუ კეთდება თქვენთან.(kate).თუ შედის აქციაში და რა თანხა ჯდება.გმადლობ

იხილეთ პასუხი

ხერხემლის კვლევა

კითხვა: ხერხემლის დიაგნოსტიკა თუ შეიძლება და რა ღირს ექიმთან კონსულტაცია კომპიუტერული ეხოს გარეშე

იხილეთ პასუხი

ხერხემლის კვლევა

კითხვა: გამარჯობა მთლიანი ხერხემლის ტომოგრაფია თუ გაქვთ?

იხილეთ პასუხი

კომპიუტერული ტომოგრაფია

კითხვა: გამარჯიბა,კიდევ მოქმედებს ეს აქცია?150ლარიანი?

იხილეთ პასუხი

MRT და CT კვლევები

კითხვა: გამარჯობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი ნაწლავების კვლევა? თუ არის - რომელი მათგანის მეშვეობით?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge