ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორაციულ საღამოს უმასპინძლა რესტორან „ფუნიკულიორის“ საბანკეტო დარბაზმა.
06 თებერვალი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
საზეიმო ვახშამს უძღვებოდა მსახიობი დუტა სხირტლაძე. კორპორაციული საღამო გაჯერებული იყო იუმორით, ხალისით და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროთი, რასაც ემატებოდა უხვი და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ჯგუფი „ლაკადა“. ასევე მაყურებელი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით გაანებივრა მომღერალმა ლაშა ღლონტმა ქალაქური ტრიოს შემადგენლობაში. ღონისძიებაზე უცხოური ჰიტები იმღერა სოფიო სიმონიშვილმა. სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს ანსამბლ „გრემის“ მოცეკვავეებმა. კონცერტის წყალობით კორპორაციული საღამო ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა.
სპეციალურად წვეულებისთვის შეიქმნა კლიპი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთგვარ მემატიანედ დარჩება. კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს გასული წლის აქტივობა, ისაუბრეს დეპარტამენტის სამომავლო სტრატეგიაზე. ვიდეორგოლში იხილავდით ინფორმაციას კლინიკის ახალ სერვისებზეც.
კორპორაციულ საღამოზე კლინიკის თანამშრომლები ფულადი ჯილდოებითა და მოგზაურობით დასაჩუქრდნენ.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
ფულადი ჯილდოები გადასცეს ჩვენი კლინიკის ექთნებსა და ექთნის დამხმარეებს შემდეგ ნომინაციებში:
ექთნების შემდეგ ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ კლინიკის უმცროსი ექიმები.
ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
ამ ნომინაციაში გამარჯვებულები წარმოადგინეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ბატონმა ნიკოლოზ ჩადუნელმა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დირექტორმა ბატონმა ზვიად მარტიაშვილმა.
წლის შემაჯამებელ კორპორაციულ წვეულებაზე ფულადი ჯილდო გადასცეს შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ თანამშრომლებს:
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კოლეგიალური ექიმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა ექიმი რეანიმატოლოგი სერგო წივწივაძე .
წვეულებაზე გათამაშდა ნომინაცია „ მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი “. კლინიკის 2017 წლის ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელდა და ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეგისტრატორი ნუნუ ზაბახიძე .
ღონისძიებაზე ცნობილი გახდა იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებსაც წილად ხვდათ მოგზაურობა.
ამ პრიზით დააჯილდოეს:
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი – სოფიო გუდავა ;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – თათია ცხომელიძე ;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კომპეტენტური ექიმი – მინდია იობაშვილი ;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მაია ბეჟანიშვილი ;
• ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მეტი პაციენტის მკურნალი ექიმი – ტატა ზუბიაშვილი ;
• პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი – თათული გუბელაძე .
წვეულება ულამაზესი თემატური ტორტით და ფუნიკულიორის აივანზე მოწყობილი ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
წყარო: kirurgia.ge