ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.
02 თებერვალი 2018
ახალი სიცოცხლე
კლინიკაში პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. „ახალ სიცოცხლეში“ შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რომელიც დანერგილია მსოფლიოს პრესტიჟულ კლინიკებში.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.
აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.
კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოსკოპიურ კაბინეტში ტარდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მანიპულაციები, მაგალითად:
• გასტროსკოპია;
• კოლონოსკოპია;
• დუოდენოსკოპია.
ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას. ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.
„ახალ სიცოცხლეში“ რეგულარულად ტარდება ექიმ–სპეციალისტთა უფასო კონსულტაციები. ამასთან, გთავაზობთ უპრეცედენტო აქციებს. კლინიკაში პირველი თებერვლიდან იგეგმება სხვადასხვა აქცია გასტროსკოპიულ და კოლონოსკოპიურ კვლევებზე, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს მცირე დანახარჯებით მიიღონ სრული და მაღალკვალიფიციური სერვისი. ადევნეთ თვალყური კლინიკის ვებ–საიტსა და ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდს და გამოიყენეთ უპრეცედენტო აქციები თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
მისამართი:
თბილისი, დიღომი ლუბლიანას ქ.№21ა;
ცხელი ხაზი:
577 05 99 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ენდოსკოპი
წყარო: kirurgia.ge