კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ენდოსონოგრაფია

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ორშაბათს და პარასკევს - ენდოსონოგრაფია ბიოფსიის გარეშე ანესთეზიით

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ენდოსონოგრაფია (EUS) - არის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც აერთიანებს ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.

• კვლევა ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ექოენდოსკოპით, რომელიც წარმოადგენს გვერდითი ხედვის გასტროსკოპს („გადასაყლაპ ზონდს“), რის თავზეც დამაგრებულია მცირე ზომის ულტრაბგერითი (ექოსკოპიის) სკანერი. „ზონდის“ მეშვეობით ულტრაბგერითი სკანერი მიგვყავს გამოსაკვლევ ორგანოსთან უახლოეს მანძილზე.

ისარგებლე ქირურგიის ეროვნული ცენტრის შეთავაზებით ყოველ ორშაბათს და პარასკევს - ენდოსონოგრაფია ბიოფსიის გარეშე, ანესთეზიით.

რა დროს გამოიყენება ენდოსონოგრაფია?

I. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) დაავადებები - „ოქროს სტანდარტი“.

• პანკრეასის, ფატერის დვრილის, ვირსუნგის სადინარის სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების დეტალური დიაგნოსტიკა;

• ქრონიკული პანკრეატიტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკა;

• მწვავე პანკრეატიტის ეთიოლოგიური ფაქტორის დადგენა;

II. კუჭის და საყლაპავი:

• კუჭის და საყლაპავის კიბოს წინასაოპერაციო T- და N-სტადირება და რეზექტაბელობის (ამოკვეთის შესაძლებლობა) შეფასება ოპერაბელურ პაციენტებში;

• კუჭის გასქელებული ნაოჭების მიზეზის დიაგნოსტიკა;

III. ლორწქვეშა წარმონაქმნები:

• 1 სმ-ზე მეტი ლორწქვეშა წარმონაქმნი უნდა შეფასდეს ენდოსონოგრაფიით;

• ენდოსონოგრაფია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კედლის შრე, საიდანაც იზრდება წარმონაქმნი და დავადგინოთ მისი ნამდვილი ზომა და ზრდის მიმართულება;

• ულტრაბგერითი მახასიათებლების მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ წარმონაქმნის ჰისტოლოგიური სტრუქტურა - 87,5 %-ის სიზუსტით განვსაზღვროთ წარმონაქმნის ხასიათი;

• შეგვიძლია 100 %-ით გამოვრიცხოთ ექსტრაორგანული ზეწოლა;

IV. ღვიძლი და სანაღვლე გზები:

• ღვიძლის მეტასტაზების პუნქცია, თუ მეტასტაზი მიუწვდომელია კანიდან პუნქციისთვის და თუ კანიდან პუნქციის შემდეგ რამდენჯერმე არასარწმუნო შედეგი მივიღეთ;

• ბილიარული ტრაქტის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მათი T- და N-სტადირება (კეთილთვისებიანის ავთვისებიანი სიმსივნისგან გარჩევა - 76-92 %);

• მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაღვლე და ვირსუნგის სადინრის ტერმინალური მონაკვეთების და ფატერის დვრილის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ეს ზონები ნაკლებად მისაწვდომია სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისთვის;

• ქოლელითიაზის დიაგნოსტიკა (სიზუსტე 93-100 %);

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge