კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი სკრინინგი მხოლოდ 80 ლარად

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ბათუმის კლინიკა - ციფრული, 160 შრიანი კტ

ბათუმის კლინიკა - ციფრული 160 შრიანი კტ

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა გთავაზობთ მთლიანი სხეულის კტ კვლევას, 160 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე CANON AQUILION LIGHTNING SP!

გადაუდებლად მიმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკას და ჩაიტარეთ ფილტვის დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია თუ:

ხართ 50 ან მეტი წლის;

აქტიური ან პასიური მწეველი;

მოწევას ახლო წარსულში დაანებეთ თავი;

ხართ გენეტიკურად მიდრეკილი სასუნთქი სისტემის დაავადებებისკენ;

ხართ სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე (ტუბერკულოზი, ფიბროზი, ბრონქოექტაზია);

შეგინიშნავთ სისხლიანი ნახველი, ადვილად დაღლა, წონაში კლება, დაბალი ტემპერატურა;

თქვენი სამუშაო უკავშირდება კონტაქტს მავნე ნივთიერებებთან: საღებავებთან, მძიმე მეტალებთან (ასეთები შეიძლება იყვნენ მშენებლები, მხატვრები, მძღოლები, მაღაროს თანამშრომლები და ა.შ.).

კვლევის სააქციო ღირებულებაა 80 ლარი.

160 შრიანი, ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიის მქონე კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობებია:

• 75%-ით შემცირებული სხივური დატვირთვა;

• 70 %-ით ნაკლები ინტრავენური კონტრასტირება;

• უსწრაფესი სკანირება;

• 0,1-0,3 მმ სიზუსტის ჭრილი;

• დიდი ზომის გვირაბი.

დაბალდოზიან კვლევაში იგულისხმება მინიმალური დასხივების რეჟიმი , გამოსახულების ხარისხის შენარჩუნებით და კლინიკური ღირებულების მაღალი სანდოობით , რის საშუალებასაც იძლევა კლინიკაში არსებული , 160 შრიანი აპარატი (Canon Aquilion Lightning SP).

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ , დაგვირეკოთ ნომერზე 0422 40 00 00

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge