კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ფოტოსესია მუცლადყოფნის დროს – გაიცანით თქვენი შვილი დაბადებამდე

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ–ერთი სასიამოვნო პერიოდია.

01 დეკემბერი 2018

ახალი სიცოცხლე

9 თვის განმავლობაში მშობელი მოუთმენლად ელის განუსაზღვრელ ბედნიერებასთან, შვილთან შეხვედრას. ვის ჰგავს, როგორ გამოიყურება? ამ საკითხებზე მომავალ დედას ერთხელ მაინც უფიქრია.

ექოსკოპიის აპარატის ულტრათანამედროვე რეჟიმები (2D, 3D და 4D) გვიჩვენებს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10 სამეანო კვლევაში ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ სისტემას წარმოადგენს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექოსკოპიის აპარატით შესაძლებლობა გეძლევათ, რომ იხილოთ ნაყოფის მიმიკა, გაიგოთ როგორ გუნება–განწყობილებაზეა პატარა ადამიანი. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია.

კვლევას ჩაგიტარებთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ელენე შათირიშვილი.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ორსულობა

გინეკოლოგია

ექოსკოპია

ნაყოფი

წყარო: kirurgia.ge