კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

კონფერენცია ბათუმში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

02 აპრილი 2025

ბათუმის კლინიკა - ციფრული 3T მრტ

,,ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში”

კონფერენცია კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე პრეზენტაციები ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარადგინეს, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: 3 ტესლა მაგნიტურ რეზონანსული სისტემის უპირატესობები და გამოწვევები, მრტ სპექტროსკოპიისა და მრტ პერფუზიის როლი ნეირორადიოლოგიაში, ინოვაცია, გამოცდილება და ა.შ.

ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი დასავლეთ საქართველოში, მხოლოდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ფუნქციონირებს. გარკვეული კატეგორიის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ კვლევა ჩაიტარონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

წყარო: kirurgia.ge