ეს საინტერესოა
მედიცინის ისტორია
ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
ვიტამინები
სასარგებლო რჩევა
გასტროენტეროლოგი გვირჩევს
ტოქსიკოლოგი გვირჩევს
ტრავმატოლოგი გვირჩევს
თერაპევტი გვირჩევს
რევმატოლოგი გვირჩევს
გინეკოლოგი გვირჩევს
ალერგოლოგი გვირჩევს
პროქტოლოგი გვირჩევს
ნეონატოლოგი გვირჩევს
ნევროლოგი გვირჩევს
ჰემატოლოგი გვირჩევს
ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
ეპიდემიოლოგი გვირჩევს
ოფთალმოლოგი გვირჩევს
მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
ენდოკრინოლოგი გვირჩევს
კარდიოლოგი გვირჩევს
კვება
ჯანსაღი კვება
დავიწყების მითოლოგიური ქალღმერთი ლეთე
20 სექტემბერი 2021
1844 წელს, მორტონი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის - ჩარლზ ჯექსონის ლექციებს ესწრებოდა, რათა ბოლომდე შეესწავლა გოგირდის ეთერის თვისებები თუ ფარმაკოლოგიური მახასიათებლები. 1846 წელს კი, წარმატებული მცდელობის შემდეგ, საკუთარ გამოგონებას „ლეთე“ დაარქვა და ეს სახელი სპეციალურად, ბერძნულ მითოლოგიაში ტკივილის დავიწყების ქალღმერთის საპატივსაცემოდ შეურჩია.
ამის შემდეგ, მორტონმა გოგირდის ეთერის ადგილობრივი ქიმიკოსისგან შეძენა და ნივთიერების საკუთარ თავსა თუ ცხოველებზე გამოცდა დაიწყო. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ანესთეზიის უსაფრთხოება და საიმედოობა დაამტკიცა, რის საფუძველზეც, გამომგონებელმა სტომატოლოგმა ლეთეს აქტიური გამოყენება პაციენტებში დაიწყო. მალევე, ბოსტონელ ექიმთან პაციენტების რაოდენობამ იმდენად იმატა, რომ იგი მიხვდა, ლეთეს გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც შეიძლებოდა, ვიდრე უბრალოდ კბილის ამოსაღებად.
ამ ფაქტამდე ერთი წლით ადრე, 1845 წელს, ანესთეზიისათვის აზოტის ოქსიდს, ე.წ. „სასაცილო გაზს“ იყენებდნენ, რამაც ზოგიერთ პაციენტზე არ გაამართლა და მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება მალევე აიკრძალა.
მედიცინის ისტორია
ეს საინტერესოა
წყარო: kirurgia.ge