სიახლე ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ მომსახურებაში
10 ივნისი 2024
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სიახლეა!
უპირატესობები:
მინიმალური სისხლის დანაკარგი
მცირე ზომის განაკვეთი
სწრაფი რეაბილიტაცია
კუნთოვანი სისტემის მთლიანობის შენარჩუნება
ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
შვეიცარულ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ძვირადღირებული ენდოპროთეზები კლინიკას მიეწოდება ექსკლუზიურ ფასად, რის გამოც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით ოპერაციების ჩატარება .
რა არის ენდოპროთეზირება?
ენდოპროთეზირება სახსრების მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლება.
ინოვაციური ტოტალური მუხლის იმპლანტი, შექმნილია მაქსიმალური ფუნქციონალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა გაზარდოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი ყოველდღიური საქმიანობის დროს.
რას გულისხმობს ენდოპროთეზირების ოპერაცია თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომით?
მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება წინა მიდგომით გულისხმობს მინიინვაზიურ ჩარევას ბარძაყის კუნთების და მყესების დაზიანების გარეშე. ენდოპროთეზის ჩასადგმელად გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ-ჯერობით არსადაა, ხოლო სპეციალისტი მომზადდა გერმანიის წამყვან კლინიკაში სასწავლო მივლინების დროს. ამ ტიპის ოპერაციის დაუყოვნებელი შედეგი გამოიხატება რეაბილიტაციის ფაზის სიმცირეში. პაციენტი ოპერაციის მეორე დღესვე აქტიურდება და იწყებს სიარულს, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ პროთეზის სპეციფიკურობა და მაღალი ხარისხი, მეორე მხრივ კი, ის, რომ მინიმალური განაკვეთის გამოყენება პრაქტიკულად არ იწვევს პოსტოპერაციულ ტკივილს.
თვალყური ადევნეთ სიახლეებს და საინტერესო მოვლენებს! თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 119 119 ან 2 02 25 25!
ქ . თბილისი , დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge