ქირურგიის ეროვნული ცენტრი წონაში დაკლების მსურველებს სთავაზობს ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას 100%–იანი შედეგით.
25 იანვარი 2017
თუ გაწუხებთ ჭარბი წონა, გსურთ, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს, მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გაიკეთეთ სლივ–გასტრექტომია. ეს არის კუჭის დაპატარავების ოპერაცია, რომელიც ნაჩვენებია კუჭის მოცულობაში გაზრდის დროს და სამედიცინო ჩვენებაა. ოპერაციის ღირებულება 8500 ლარია. ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანაგადახდის პრინციპით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდი: ქირურგის, კარდიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის შემადგენლობით. მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.
მობრძანდით და გამოჯანმრთელდით, განიკურნეთ სიმსუქნისგან!
გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურშია!
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 119 119
ავტორი ეკატერინე ციცხვაია.
წყარო: kirurgia.ge