კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ნეირომიოგრაფია (ელექტრონეირომიოგრაფია)

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სიახლე „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“

29 თებერვალი 2024

ელექტროენცეფალოგრაფია

ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა ტარდება უახლესი 2023 წლის ავსტრიული “SURPASS-EMS Biomedical” აპარატით!

რა არის ნეირომიოგრაფია (ელექტრონეირომიოგრაფია)?

ელექტრონეირომიოგრაფია კვლევის ოქროს სტანდარტია, რითაც ხდება პერიფერიული ნერვების, კუნთების და უშუალოდ ნერვ - კუნთოვანი შეერთების ფუნქციური შეფასება, დაზიანების ლოკალიზაციის და ხარისხის ზუსტად დადგენა, რათა მოხდეს შემდგომ ეფექტური მკურნალობის შერჩევა და დაზიანებული ნერვის აღდგენის პროგნოზირება.

როდის უნდა ჩატარდეს ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა?

თუ გაქვთ:

კიდურების და სხეულის დაბუჟება;

დაქვეითებული ან სრულად გამოვარდნილი მგრძნობელობა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;

სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი;

კუნთების სპაზმი;

კუნთების სისუსტე.

ელექტრონეირომიოგრაფია არის კვლევის უსაფრთხო მეთოდი;

არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას;

ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს;

უკუჩვენება გახლავთ:

გულის ხელოვნური რითმის გენერატორის - ე.წ პეისმეიკერის არსებობა;

ორსულობა.

კვლევა ტარდება:

სამშაბათს - 15:00-18:00

ოთხშაბათს, პარასკევს - 15:00 - 19:00

შაბათს - 10:00 – 17:00

კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშრდით: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ელექტროკარდიოგრაფია

ენდოკრინოლოგია

ტრავმატოლოგია

ნეირომიოგრაფია

ნევროლოგია

წყარო: kirurgia.ge