კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიბოს შესახებ უნდა იცოდეთ!

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია!

25 აგვისტო 2018

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

გლობალურად, კიბო სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია და ამ მიზეზით 2015 წელს 8.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა. გლობალურად, გარდაცვალების ყოველი 6 მიზეზიდან 1 – კიბოა;

კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა 70% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებშია დაფიქსირებული;

კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა მესამედი გამოწვეულია 5 ძირითადი რისკ–ფაქტორის გამო: სხეულის მასის მაღალი ინდექსი, კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;

თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია და იწვევს კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევების 22%–ს;

კიბოს გამომწვევი ინფექციები, ჰეპატიტი და პაპილომა ვირუსი (HPV) კიბოს 25%–ს იწვევს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში;

სიმპტომების მოგვიანებით გამოვლენის, დიგნოსტირების და მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევები ხშირია!

2017 წელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მხოლოდ 26%–ს აღმოაჩნდა პათოლოგიის მართვისათვის საჭირო სერვისები. ამის ფონზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 90%–ს აქვს შესაძლებლობა, რომ კიბოს მკურნალობა მოსახლეობისათვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან ეს ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ მაქსიმუმ 30%-მდე აღწევს.

კიბო

სხეულის მასის ინდექსი

კვების რაციონი

პაპილომა ვირუსი

ჰეპატიტი

თამბაქოს მოხმარება

ალკოჰოლის მოხმარება

წყარო: kirurgia.ge