ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
01 აგვისტო 2025
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის და მართვის თანამედროვე მიდგომების განხილვას.
მოხსენებით წარდგნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე და რადიოლოგიური სამსახურის წარმომადგენელი ზურა თავდგირიძე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროფესიული მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ონკოლოგიური დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.
წყარო: kirurgia.ge