კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა ოპერაციამ პაციენტი ინვალიდის ეტლისგან იხსნა

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოიყვანეს 67 წლის მამაკაცი, რომელმაც ტრავმის შედეგად მოიტეხა გულმკერდის მეთორმეტე და წელის პირველი მალები.

13 სექტემბერი 2017

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხერხემლის სვეტის კომპიუტერული გამოკვლევა. პაციენტის ზურგის ტვინის დაზიანების, ხერხემლის მოტეხილობის ხარისხი შეფასდა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით . აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოტეხილობის მაპროვოცირებელი იყო, თუმცა, ხერხემლის სხვა მალებიც საკმაოდ პოროზული აღმოჩნდა.

ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრას ართულებდა ხერხემლის სვეტის ზოგადი მდგომარეობა. სხვადასხვა მეთოდის განხილვის შემდგომ შეირჩა ოპტიმალური ვარიანტი – ქირურგებმა ამოკვეთეს გულმკერდის მეთორმეტე მალის და წელის პირველი მალის სხეულები და მათ ნაცვლად ჩასვეს ტიტანის პროტეზი.

ოპერაცია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. ოპერაცია ჩაატარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგმა გაგა ბეგიაშვილმა. წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრება ბატონი გაგა.

ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულებას ჰყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება! მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გამოიყენეთ კლინიკის ნეიროქირურგების გამოცდილება და პროფესიონალიზმი თქვენს სასარგებლოდ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ნეიროქირურგია

ხერხემალი

ოპერაცია

წყარო: kirurgia.ge