ტრანსპლანტაციის დარგში ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე კლინიკაა.
10 იანვარი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ვალერი შუმაკოვისა და ლაურ მანაგაძის ხელმძღვანელობით 1977 წელს ჩვენს კლინიკაში გვამური დონაციით ჩატარდა თირკმლის 4 ტრანსპლანტაცია.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი, რომელიც უკვე 20 წლისაა. ამავე საუბილეო თარიღს ემთხვევა ის ფაქტიც, რომ 20 წლის წინ 1997 წელს ჩვენს კლინიკაში ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. საერთო ჯამში ქირურგიის ეროვნული ცენტრი თირკმლის გადანერგვის 40–მდე წარმატებულ ოპერაციას ითვლის.
2014 წელს კლინიკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით აღნიშნულ დეპარტამენტს მისი სახელი ეწოდა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში ტრანსპლანტაციის სფეროში მოღვაწე არაერთი ცნობილი უცხოელი სპეციალისტი სტუმრობდა და ჩვენს ექიმებთან თანამშრომლობდა, მათ შორის, საფრანგეთში ცნობილი პროფესორები ჟაკ დანტალი და ჟორჟ კარამი, შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, ტრანსპლანტოლოგი იან მაისუკი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს დღეს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი მიხეილ ღონღაძე. ამ დეპარტამენტს ერთგულად ემსახურებიან ექიმი–ნეფროლოგები ნინო შონია და ნანა სადუნაშვილი.
ბოლო 20 წლის განმავლობაში დეპარტამენტი მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. დიდი წარსულით მდიდარი დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და მათი რაოდენობა განუხრელად მატულობს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ტრანსპლანტაცია
თირკმელი
ჰემოდიალიზი
თირკმლის გადანერგვა
წყარო: kirurgia.ge