კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ბრაქითერაპია მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიულ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებით

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ბრაქითერაპია თანამედროვე მიდგომებით ტარდება

27 ივლისი 2020

ბრაქითერაპია

ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მსოფლიო სტანდარტი ქიმიო, სხივური და ბრაქითერაპიული მკურნალობაა.

ბოლო ათწლეულებში სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში. მცირე მენჯის ორგანოების, მათ შორის, გინეკოლოგიური სიმსივნეების, ადგილობრივი გავრცელების შეფასებისთვის, ყველაზე დახვეწილ მეთოდად დღემდე მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა რჩება. ამის გამო, გარეგანი სხივური თერაპიისა და ბრაქითერაპიული დაგეგმარების სისტემებისთვის ამ კვლევებთან ინტეგრაცია გვაძლევს დახვეწილი და ზუსტი მკურნალობის ჩატარების საშუალებას.

მსოფლიოს ბევრი კლინიკა, რომლებშიც წლებია ტარდება საშვილოსნოს ყელის ბრაქითერაპიული მკურნალობა, დაგეგმარებისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოსახულებას იყენებს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ნაბიჯია, ვინაიდან 3-განზომილებიანი დაგეგმარების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სამიზნისა და მიმდებარე რისკ-ორგანოს მოცულობითი განსაზღვრა და დოზის გადანაწილება, თუმცა, წარმოუდგენელია ნარჩენი სიმსივნის, პარამეტრიუმის დაზიანების ხარსიხისა და გავრცელების, საშოსა თუ საშვილოსნოს ტანში არსებული სიმსივნური პროცესის სრულყოფილი გარჩევა.

ჩვენს დეპარტამენტში ბრაქითერაპიული დაგეგმარების სისტემისა და აპლიკატორების შერჩევისას აუცილებელი პირობა გახლდათ მრტ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებისა და მასზე მორგებული აპლიკატორების შეძენა და ყოველდღიური გამოყენება. ეს დახვეწილი ტექნოლოგიური უპირატესობა გვაძლევს საშუალებას 20%-ით შევამციროთ დასასხივებელი მოცულობა (მაღალი რისკის კლინიკური სამიზნე მოცულობა HR-CTV 44,1 cm 3 vs 35.1 cm 3 ) და, შესაბამისად, ზედმეტი, არასასურველი ტოქსიკურობისგან დავიცვათ ყველა მიმდებარე ჯანმრთელი ორგანო.

ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად განვითარდა. თანამედროვე სხივურმა ტექნოლოგიებმა , ბრაქითერაპიის აპლიკატორების დახვეწამ და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებაზე ადაპტირებულმა ბრაქითერაპიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა გვერდითი ეფექტები რისკის ორგანოებზე (შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი) და გაზარდა დაავადების ადგილობრივი კონტროლი.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ 5 სმ ზომის სიმსივნე, დაავადების პარამეტრიუმებში გავრცელება და აქვთ სხეულის მასის მაღალი ინდექსი, მცირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულების ხარისხი და მისი ინფორმატიულობა. ამის გათვალისწინებით, „ASTRO“ და ,,GEC-ESTRO“ გვაძლევს რეკომენდაციას ჩატარდეს მრტ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რა აინტერესებთ პაციენტებს

კონსულტაცია ონკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები

იხილეთ პასუხი

ხალიდან მელანომამდე

კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ

იხილეთ პასუხი

ონკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43

იხილეთ პასუხი

მელანომა

კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?

იხილეთ პასუხი

სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე

კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია

იხილეთ პასუხი

ქიმიოთერაპია

კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge