კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რატომ უნდა ჩაიტაროს კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ინტერვიუ განკუთვნილია იმ კონტიგენტისთვის, ვისაც ლაბორატორიულად არ ჰქონდა დადგენილი კორონავირუსი და შესაბამისად, არ მოქცეულა ჯანდაცვის სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ

10 თებერვალი 2021

შეკითხვა ექიმს

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

რომელი პათოლოგიები დიაგნოსტირდება ტომოგრაფიით;

კვლევის მიზანშეწონილობა;

რატომ კომპიუტერული ტომოგრაფია;

კლინიკის CT უპირატესობები;

ექიმი გვირჩევს.

თუ ოჯახის წევრებმა გადაიტანეს კოვიდი, ხართ შეუძლოთ ან გრძნობთ უმნიშვნელო სიმპტომებს, რითაც ეჭვი მიგაქვთ Covid-19-ზე, ან კოვიდგადატანილ პაციენტებს გაგიხანგრძლივდათ ჯანმრთელობის ცვლილება, ჟანგბადის პულსოქსიმეტრით სატურაციის გაზომვის შემდეგ კი, მაჩვენებელი დაბალია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. გვესაუბრება „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ რადიოლოგი თამაზ ჯაოშვილი.

- ბატონო თამაზ, რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია და რომელი პათოლოგიების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი კოვიდინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში?

- ეს გახლავთ, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, რენტგენის სხივზე დაფუძნებული კვლევის მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, მაღალი გარჩევადობით, შევაფასოთ ადამიანის სხეულის ესა თუ ის ორგანო.

რეალურ დროში, უსწრაფესად დავსვათ სიცოცხლისთვის საშიში მრავალი დაავადების დიაგნოზი. სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობა იძლევა დამატებით ბენეფიტებს გამოსახულობის ზუსტი და ხარისხიანი შეფასებისათვის, კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხევაში კი, გვაძლევს საშუალებას, ფილტვის ქსოვილის დეტალური შეფასებით, დროულად და ამომწურავად დავადგინოთ პარენქიმის დაზიანების ხარისხი და სიმძიმე. ჯერ კიდევ დაუდასტურებელ შემთხვევაში (იგულისხმება პჯრ მეთოდოლოგიით დადასტურება) მივიტანოთ ეჭვი და წარვმართოთ დიფერენციული დიაგნოზი CO-RADS კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით, ხოლო უკვე დადასტურებულ შემთხვევაში მაღალი სიზუსტით გამოვთვალოთ მსოფლიოში აპრობირებული ფილტვის პარენქიმის დაზიანების ნახევრადრაოდენობრივი ინდექსის ქულა. ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიული ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიით, უსწრაფესად დავსვათ სიცოცხლისთვის საშიში, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოზი, რაც ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდ-19 პნევმონიის დროს.

- რამდენად მიზანშეწონილია CT ჩატარება კოვიდინფექ ც იის დროს?

- კოვიდინფიცირებულთა შემთხვევაში მიზანშეწონილია, კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდეს ექიმ-კლინიცისტის დანიშნულებით, რაც დაფუძნებულია პაციენტის ჩივილებსა და სუბიექტურ მდგომარეობაზე, სადაც ძირითადი საყურადღებო ჩვენებებია:

სწრაფად განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

შეუპოვარი ხველა (ლორწოვანის კატარის გამო მშრალი ხველა);

პაციენტის ზოგადი მძიმე მდგომარეობა.

სხვა ლაბორატორიული მონაცემების არსებობისას, როდესაც ეჭვია თრომბოემბოლურ გართულებაზე, წყდება ფილტვის არტერიის CT ანგიოგრაფიის ჩატარების საკითხი.

- ფილტვის პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის რატომ მაინცადამაინც კომპიუტერული ტომოგრაფია?

- რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობების შესახებ?

- ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ამჟამად არსებული აქცია კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, პულმონოლოგის კონსულტაციით ჩაიტარონ ლაბორატორიული და კტ კვლევები. ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. პარამეტრების ცვლილებით კი, პაციენტის დასხივების დოზა საგრძნობლად მცირდება.

32-შრიანი Toshiba Aquilion RXL საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სირთულის პაციენტზე მკურნალ ექიმს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია უსწრაფესად. რადიოლოგიური დასკვნის სტრუქტურა და ხარისხი კორელაციაშია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ამჟამინდელ სტანდარტებთან. რადიოლოგი პულმონოლოგთან ერთად განიხილავს ყველა პაციენტის კვლევას ინდივიდუალურად, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას იძლევა, დაავადებულს მიეცეს სწორი რეკომენდაცია და დანიშნულება.

- რას ურჩევდით და რა რეკომენდაციებს მისცემდით COVID-19 დაავადებულ პაციენტებს?

- ვურჩევდი, ნებისმიერი გამოკვლევა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია, შეათანხმონ მკურნალ ექიმ-კლინიცისტთან. რაც, საბოლოო ჯამში მიცემთ საშუალებას, მიიღონ კონკრეტულად მათთვის საჭირო მომსახურებები. ასევე, სწორად დაიგეგმოს როგორც გამოკვლევამდე, ისე გამოკვლევისშემდგომი პროცესები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რა აინტერესებთ პაციენტებს

CT კვლევა

კითხვა: გამარჯობა,თირკმელებზე და მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია? და თუ არის შეღავათი სტუდენტებზე. გმადლობთ წინასწარ.

იხილეთ პასუხი

CT კვლევა

კითხვა: გამარჯობა.მუცლის ღრუს ტომოგრაფია თუ კეთდება თქვენთან.(kate).თუ შედის აქციაში და რა თანხა ჯდება.გმადლობ

იხილეთ პასუხი

ხერხემლის კვლევა

კითხვა: ხერხემლის დიაგნოსტიკა თუ შეიძლება და რა ღირს ექიმთან კონსულტაცია კომპიუტერული ეხოს გარეშე

იხილეთ პასუხი

ხერხემლის კვლევა

კითხვა: გამარჯობა მთლიანი ხერხემლის ტომოგრაფია თუ გაქვთ?

იხილეთ პასუხი

კომპიუტერული ტომოგრაფია

კითხვა: გამარჯიბა,კიდევ მოქმედებს ეს აქცია?150ლარიანი?

იხილეთ პასუხი

MRT და CT კვლევები

კითხვა: გამარჯობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი ნაწლავების კვლევა? თუ არის - რომელი მათგანის მეშვეობით?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge