კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რა არის ენდოსონოგრაფია?

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ყველაფერი ენდოსონოგრაფიის შესახებ

სასურველია იცოდე

რა არის ენდოსონოგრაფია? რით განსხვავდება ჩვეულებრივი გასტროსკოპიისგან?

ენდოსონოგრაფია - არის ექოსკოპიურ და ენდოსკოპიურ კვლევათა გაერთიანება, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ენდოსონოგრაფით, რის მეშვეობითაც ხდება შუასაყრის და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური დათვალიერება საყლაპავიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან, ანუ უმცირესი მანძილიდან, რაც საშუალებას იძლევა შრეობრივად კიდევ უფრო ღრმად დათვალიერდეს ორგანოები და არ გამოგვეპაროს უკანა კედლიდან სხვადასხვა საწყისი პროცესების დეტალიზაცია.

როდის გვესაჭიროება ენდოსონოგრაფია?

1. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) დაავადებების დიაგნოსტიკა - აღიარებულია „ოქროს სტანდარტად“

2. კუჭის და საყლაპავის კიბო:

3. ლორწქვეშა სიმსივნური წარმონაქმნები:

1 სმ-ზე მეტი ლორწქვეშა წარმონაქმნი უნდა შეფასდეს ენდოსონოგრაფიით;

ენდოსონოგრაფია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კედლის შრე, საიდანაც იზრდება წარმონაქმნი, და დავადგინოთ მისი ნამდვილი ზომა და ზრდის მიმართულება;

ულტრაბგერითი მახასიათებლების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ წარმონაქმნის ჰისტოლოგიური სტრუქტურა - 87,5 %-ის სიზუსტით განვსაზღვროთ წარმონაქმნის ავთვისებიანი ხასიათი;

4. ფილტვის კიბო.

საყლაპავთან ახლოს მდებარე ფილტვის წარმონაქმნის შეფასება და მისგან ბიოფსიის აღება (მგრძნობელობა - 92 %).

შუასაყრის ლიმფური კვანძების ბიოფსია (მგრძნობელობა - 90 %, სპეციფიურობა - 97 %);

5. ღვიძლი და სანაღვლე გზები.

ღვიძლის მეტასტაზების პუნქცია, თუ მეტასტაზი მიუწვდომელია კანიდან პუნქციისთვის და თუ კანიდან პუნქციის შემდეგ რამდენჯერმე არასარწმუნო შედეგი მივიღეთ;

ბილიარული ტრაქტის სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მათი T- და N-სტადირება (კეთილთვისებიანის ავთვისებიანი სიმსივნისგან გარჩევა - 76-92 %);

მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაღვლე და ვირსუნგის სადინრის ტერმინალური მონაკვეთების და ფატერის დვრილის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ეს ზონები ნაკლებად მისაწვდომია სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისთვის;

უკუჩვენება თუ აქვს ენდოსონოგრაფიას?

1. აბსოლუტური უკუჩვენება - სედაციის დაუშვებელი რისკი (პაციენტის უკიდურესად მძიმე ზოგადი მდგომარეობა,).

2. არის შედარებითი უკუჩვენება EUS FNA-ს ჩატარებისას, რომელიც უნდა გადაიდოს, ვიდრე არ გამოსწორდება კოაგულოპათია ან თრომბოციტოპენია.

ენდოსონოგრაფია ტარდება მხოლოდ სედაციის (ანესთეზიის) ქვეშ!

პროცედურა გრძელდება საშუალოდ 30 წუთი;

კვლევისთვის მომზადება ანალოგიურია გასტროსკოპიისთვის მომზადებისა.

რომელი თაობის აპარატზე კეთდება ბრონქოსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

ენდოსონოგრაფია ტარდება კვირის სამუშაო დღეებში წინასწარი ჩაწერით

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge