კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის როლი თანამედროვე ონკოლოგიაში – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ლექციას წაიკითხავს

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

22 მაისს, 17:00 საათზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოლოგიაში ოქროს სტანდარტად აღიარებული კვლევის შესახებ ლექცია ჩატარდება.

21 მაისი 2019

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ლექციას „პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის როლი თანამედროვე ონკოლოგიაში“ წაიკითხავს რადიოლოგიისა და ბირთვული მედიცინის სრული პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტალის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი რაგუვერ ჰალკარი.

ღონისძიება გაიმართება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში .

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი. დეპარტამენტში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ სხივური თერაპია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით. რადიოთერაპიის დეპარტამენტში მკურნალობის მეთოდს ქართველ სპეციალისტებთან ერთად არჩევენ მოწვეული ექსპერტები აშშ–დან (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა) და ესპანეთიდან (Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი).

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

წყარო: kirurgia.ge