თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინაში
08 ნოემბერი 2023
27 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 77–ე და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის 134–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინაში.
სამეცნიერო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავერსის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. ქართული სამედიცინო საზოგადოების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები ავსტრიიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან. კონფერენციაზე განხილული იქნა სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო ვახშამი და მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე , ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა , მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე , მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა !
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge