კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

თურქული სამედიცინო ქსელი მედიქალპარკი სტუმრად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

თურქულ-ქართული თანამშრომლობის მემორანდუმი

23 მარტი 2023

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა თურქულ სამედიცინო ქსელ „მედიქალპარკის“ წარმომადგენლებთან, რომელთაც ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილმა, გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ბაზაძემ და კლინიკის დირექტორთა საბჭოს წევრებმა უმასპინძლეს.

სტუმართა დელეგაციაში შედიოდნენ ქ. ანტალიის კლინიკის გენერალური დირექტორი, თანას სებაჰათინი და კლინიკის მენეჯერები.

შეხვედრაზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და მედიქალპარკის კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახლო, პარტნიორულ ურთიერთობას და კონკრეტულ სამედიცინო პროექტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი - ტრადიციები 1946 წლიდან!

წყარო: kirurgia.ge