კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია წინანდალში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

22 ივლისს, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ალექსანდრე შათირიშვილის

22 ივლისი 2016

ინიციატივით წინანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

პროფილაქტიკური კვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების შალაურის, კისისხევის, კონდოლის, ნასამხრალის, წინანდლის, ქვ. ქოდაშნის, ბუშეტი, ვანთის და აკურის მოსახლეობას ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - პაატა გიორგობიანი, გამგებლის თანაშემწე -ზაზა ლუარსაბიშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი – ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტი მთელი დღის განმავლობაში უწევდა. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

წყარო: kirurgia.ge