კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი ბათუმში FRESENIUS AMICUS

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი

ბათუმის კლინიკა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი , რომელიც აღჭურვილია უახლესი, ინოვაციური აპარატურით და თანამედროვე ლაბორატორიით. სისხლის ბანკი დაკომპლექტებულია თბილისიდან მოწვეული და ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრებით.

FRESENIUS - ის წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატი სახელწოდებით

AMICUS საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მ ლ. პლაზმის მოცულობაა საკმარისი.

სისხლის ბანკში დონორული სისხლისგან მზადდება ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, ასევე შესაძლებელია კრიოპრეციფიტატის დამზადება.

დონორული სისხლი მომწმდება ოთხ ინფექციურ მარკერზე, სამ ლაბორატორიაში: ადგილობრივ ლაბორატორიაში ( ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი 1, 2 (HIV 1+2); C ჰეპატიტის ვირუსი (HCV); B ჰეპატიტის ვირუსი (HBsAg) და სიფილისი. ), ავერსის ლაბორატორიასა და შემდგომ, ლუგარის ლაბორატორიაში.

დონორების მიღება წარმოებს 24 საათის განმავლობაში.

მისამართი: მახინჯაური, თამარ მეფის III, შესახვევი N17

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 02 22 23.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge