კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში!

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ვიდეოს ნახვა YouTube-ზე

ვიდეო ცენტრის YouTube-არხზეა. დემო საიტი მას არ ჩართავს, რომ მესამე მხარის მოთხოვნები არ გაიგზავნოს.

ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – Philips Vereos Digital PET/CT მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!

29 ივნისი 2021

პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

რა არის პეტ/კტ;

როგორ ტარდება;

უპირატესობები;

უცხოელი მხარდამჭერები.

პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც აღიარებული ოქროს სტანდარტია ონკო დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მართვაში!

რა არის PET/CT (პეტ/კტ)?

ეს არის ბირთვული მედიცინის ჰიბრიდული კვლევის მეთოდი, რომელიც აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მათი მონაცემების შეჯამებით, ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მეტაბოლიზმი. ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, სიმსივნური უჯრედები, გამოირჩევა გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმით, მეტაბოლური ცვლილებები კი, ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს. სწორედ ამიტომ, კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება.

როგორ ტარდება კვლევა?

კვლევა წარმოებს რადიოაქტიური იზოტოპით (FDG - ფტორ 18 ფლურო-დეოქსი-გლუკოზა).

პაციენტი ინტრავენურად, კათეტერის მეშვეობით იღებს ამ იზოტოპს, მისი დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ აქვს. ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით ფიქსირდება იზოტოპის განაწილება ორგანიზმში. რაც მთავარია, პაციენტი კვლევის პროცესში იღებს მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას. ინექციიდან გადაღებამდე აუცილებელია პაციენტის დაყოვნება ერთი საათი. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ციფრული PET/CT-ს უპირატესობები „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით

გამოსახულების მაღალი ხარისხი გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე;

ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება;

გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;

მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ციფრული PET/CT ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის პერიოდის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;

კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!

საერთაშორისო მხარდამჭერები

კლინიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). იგი 2019 წელს ეწვია საქართველოს და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარადგინა მოხსენება, სადაც თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის როლზე ისაუბრა.

ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტია შორენა ესიაშვილი . მან ბირთვულ მედიცინაში საქმიანობა 2004 წელს, ამერიკაში, ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაიწყო, სადაც ერთ-ერთი პირველი PET/CT ფუნქციონირებდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ონკოლოგია

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია

pet/ct

პეტ/კტ

რა აინტერესებთ პაციენტებს

კონსულტაცია ონკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები

იხილეთ პასუხი

ხალიდან მელანომამდე

კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ

იხილეთ პასუხი

ონკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43

იხილეთ პასუხი

მელანომა

კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?

იხილეთ პასუხი

სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე

კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია

იხილეთ პასუხი

ქიმიოთერაპია

კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge