ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც, პრევენციის გზით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირება გახლავთ
29 სექტემბერი 2020
ქირურგიის ეროვნული ცენტრი, უერთდება გულის მსოფლიო დღეს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ამის გამო ხშირია ადამიანთა დაინვალიდება და გარდაცვალება.
გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები
მაღალი არტერიული წნევა;
სისხლში ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი;
გლუკოზის მაღალი დონე;
თამბაქოს მოხმარება;
კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობა;
ჭარბი წონა;
დაბალი ფიზიკური აქტივობა.
ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს შორის, პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიების – მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორია, რომლის შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, ამისთვის კი, აუცილებელია:
ფიზიკური აქტივობა;
ჯანსაღი კვება;
თამბაქოზე უარის თქმა.
ამ დაავადებების მკურნალობისთვის და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით, კლინიკაში შექმნილია კარდიოლოგიური სამსახური, რომელიც გთავაზობთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის არაერთ კვლევას ფასდაკლებით.
კარდიოლოგიური აქციები
თუ გსურთ, კარდიოლოგიური აქცია-ფასდაკლებები იხილოთ ვრცლად, გადადით ბმულზე:
გულისა და საძილე არტერიების გამოკვლევა ;
უმნიშვნელოვანესი კარდიოლოგიური კვლევები ;
კარდიოლოგის კონსულტაცია 25 ლარად ;
არითმიის დიაგნოსტირებისთვის საჭირო პროფილაქტიკური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები – უპრეცედენტოდ დაბალ ფასად !
გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge