გაიგე მეტი გასტროსკოპიის შესახებ
სასურველია იცოდე
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
გასტროსკოპია - რა არის გასტროსკოპია?
რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?
როდის გვესაჭიროება და რა სიხშირით?
უკუჩვენება თუ აქვს?
როგორ ვემზადებით?
გასტროსკოპია ანესთეზიით კეთდება?
რომელი თაობის აპარატზე კეთდება გასტროსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
გასტროსკოპია - რა არის გასტროსკოპია?
ეს არის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - გასტროსკოპით.
რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?
გასტროსკოპიით ხდება საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის კედლების (ლორწოვანი შრის) დათვალიერება და დიაგნოსტიკა.
როდის გვესაჭიროება და რა სიხშირით?
გასტროსკოპია საჭიროა, როცა გაქვთ შემდეგი ჩივილები:
1. დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი კუჭის არეში;
2. გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება ან დარღვევა;
3. გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ხშირი ბოყინი;
4. ეჭვი სისხლდენაზე (შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება), ანემია;
5. მადის დაკარგვა, წონაში კლება, ზოგადი საერთო სისუსტე;
6. მჟავე, მეტალის ან მწარე გემო პირში, ცუდი სუნი პირიდან;
7. მოკლე დროით შიმშილობის ფონზე მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება;
8. თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან ონკოლოგიური დაავადებები;
9. თუ ჩივილები არ გაქვთ, 40 წლის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ პროფილაქტიკის მიზნით ონკოლოგიის გაახალგაზრდავების გამო! გახსოვდეთ, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში არ არის ტკივილის ნერვული დაბოლოებები!
უკუჩვენება თუ აქვს?
ფსიქიური დარღვევები;
მაღალი არტერიული წნევა;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება;
გადატანილი ინსულტისა და ინფარქტის შემდგომი ადრეული რეაბილიტაციის პერიოდი;
გასტროსკოპიის გაკეთების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-ენდოსკოპისტი პაციენტის გასინჯვის შემდეგ!
როგორ ვემზადებით?
კვლევის დღეს გასტროსკოპიის წინ სითხის მიღება არ შეიძლება ბოლო 4 საათი, ხოლო საკვების მიღება - ბოლო 8 საათი;
კვლევამდე 3 დღით ადრე არ შეიძლება ცხიმიანი, შემწვარი, მძიმე საკვების მიღება. ასევე აკრძალულია: ხილ-ბოსტნეული, ლობიო, ალკოჰოლი, მაგარი ყავა, გაზიანი სასმელები;
კვლევის წინა დღეს ნებადართულია: კისელი, უცხიმო ბულიონები, იოგურტი, მაწონი;
კვლევამდე 4 საათით ადრე შეგიძლიათ მიიღო წამლები, რომლებსაც მუდმივად სვამთ;
ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და არ ინერვიულოთ - ყველაფერი ჩაივლის კარგად!
გასტროსკოპია ანესთეზიით კეთდება?
თუ ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანდებით, ან გაქვთ ხშირი გულისრევის შეგრძნება, ან უბრალოდ პროცედურის შიში გაქვთ - შეგიძლიათ გაიკეთოთ გასტროსკოპია ხანმოკლე სედაციის ქვეშ:
- თქვენ მომენტალურად დაიძინებთ(5-10 წუთი) და კვლევის დასრულების შემდეგ 5 წუთში გამოიღვიძებთ, 30 წუთში კი უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
- კვლევის დასრულებიდან 30 წუთში შეძლებთ სითხის მიღებას, ხოლო 2 საათში - საკვების მიღებას;
- სედაციის უკუჩვენებაა პრეპარატის შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციები და ზოგადად ალერგიული ფონი;
- სხვა მხრივ, სედაცია სრულიად უსაფრთხო და კომფორტულია!
რომელი თაობის აპარატზე კეთდება გასტროსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
გასტროსკოპია ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით .
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ
წყარო: kirurgia.ge