კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რას ფიქრობენ ენდოკრინოლოგები ლეღვზე, მიაკუთვნებენ თუ არა მას სასარგებლო ხილს?

არქივი ბლოგი · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ეს საინტერესოა

მედიცინის ისტორია

ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი

ვიტამინები

სასარგებლო რჩევა

გასტროენტეროლოგი გვირჩევს

ტოქსიკოლოგი გვირჩევს

ტრავმატოლოგი გვირჩევს

თერაპევტი გვირჩევს

რევმატოლოგი გვირჩევს

გინეკოლოგი გვირჩევს

ალერგოლოგი გვირჩევს

პროქტოლოგი გვირჩევს

ნეონატოლოგი გვირჩევს

ნევროლოგი გვირჩევს

ჰემატოლოგი გვირჩევს

ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს

ეპიდემიოლოგი გვირჩევს

ოფთალმოლოგი გვირჩევს

მეან–გინეკოლოგი გვირჩევს

ენდოკრინოლოგი გვირჩევს

კარდიოლოგი გვირჩევს

კვება

ჯანსაღი კვება

დიახ, ენდოკრინოლოგთა აზრით, ლეღვი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

03 სექტემბერი 2019

მდიდარია სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოთი, ძლიერი ანტიოქსიდანტია, შეიცავს ნაკლებ ცხიმს.

ლეღვის შემადგენლობაშია პრებიოტიკები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ზრდა–განვითარებას და შესაბამისად, ეს ხილი სასარგებლოა საკვების მონელების პროცესისთვის და გვიცავს ყაბზობისგან.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი.

ლეღვი შეიცავს შემდეგ მინერალებსა და ვიტამინებს:

კალციუმს;

რკინას;

მაგნიუმს;

თუთიას;

სპილენძს;

მანგანუმს;

სელენიუმს;

A ვიტამინს;

C ვიტამინს;

K ვიტამინს;

B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2 , B6).

მეცნიერთა აზრით, ლეღვი კვებავს კანს, ატენიანებს თმას. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ლეღვი ბევრი შამპუნისა თუ ნიღბის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტია.

ლეღვის უარყოფითი თვისებები

დადებითთან ერთად სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ უარყოფითი თვისებებიც.

ლეღვმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია , რაც რასაკვირველია, ინდივიდუალური პრობლემაა.

შეიძლება გახდეს ფაღარათის მიზეზი და ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ.

აქვს საშუალო გლიკემიური ინდექსი, რაც მის სიტკბოს განსაზღვრავს და სწორედ ამიტომ არაა რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ დასაშვებია არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

კალიუმის მაღალი შემცველობის გამო არაა მიზანშეწონილი თირკმლის უკმარისობის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგი გვირჩევს

წყარო: kirurgia.ge