კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება და რატომ გაგიმართლათ თუ ფოტოს გადაღება გიყვართ?

არქივი ბლოგი · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ეს საინტერესოა

მედიცინის ისტორია

ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი

ვიტამინები

სასარგებლო რჩევა

გასტროენტეროლოგი გვირჩევს

ტოქსიკოლოგი გვირჩევს

ტრავმატოლოგი გვირჩევს

თერაპევტი გვირჩევს

რევმატოლოგი გვირჩევს

გინეკოლოგი გვირჩევს

ალერგოლოგი გვირჩევს

პროქტოლოგი გვირჩევს

ნეონატოლოგი გვირჩევს

ნევროლოგი გვირჩევს

ჰემატოლოგი გვირჩევს

ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს

ეპიდემიოლოგი გვირჩევს

ოფთალმოლოგი გვირჩევს

მეან–გინეკოლოგი გვირჩევს

ენდოკრინოლოგი გვირჩევს

კარდიოლოგი გვირჩევს

კვება

ჯანსაღი კვება

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

31 მარტი 2020

წარმოადგენს როგორც ბიოლოგიურ, ისე შემეცნებით პროცესს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მხედველობით, სმენით, ტაქტილურ (შეხებითი) მეხსიერებას.

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

არსებობს ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერება . პირობითად დაყოფილი სახეები განსაზღვრავს შემდეგს – ხანმოკლე მეხსიერების დროს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში იმახსოვრებს, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის მოვლენა მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ავიწყდება.

ჩვენი მკითხველი ხშირად ინტერესდება იმით, შესაძლებელია თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტატია ამ თემას მივუძღვნათ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე გირჩევთ:

თუ დროს ისეთ ოთახში ატარებთ, სადაც საკმარისი განათება არაა, ტვინის სტრუქტურა იცვლება. მსგავსი განათების გამო ინფორმაციის დამახსოვრებისა და შესწავლის უნარი მნიშვნელოვნად ქვეითდება;

თუ გსურთ, რომ ახალი ინფორმაცია მარტივად აითვისოთ და დიდხანს დაიხსომოთ, ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ;

მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ შეისწავლოთ უცხო ენა, თუნდაც დამოუკიდებლად;

სასარგებლოა კროსვორდების შევსება, ნებისმიერი ტიპის თამაში, რომელიც გონების გავარჯიშებას ემსახურება, ყოველდღიურად ახალი ინფორმაციის კითხვა;

ფიზიკური აქტივობა მხოლოდ ტანადობის შენარჩუნებაში არ დაგეხმარებათ, სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლოა ტვინისთვის და განსაკუთრებით მეხსიერებისთვის. ვარჯიში ბუნებრივი გზით ახდენს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, შედეგად კი უმჯობესდება თავის ტვინის უჯრედების, ნეირონების ფუნქცია;

მეხსიერებას ძალიან უყვარს მზის სხივები (რასაკვირველია, დაუშვებელია ზაფხულში, შუადღის მზეზე ყოფნა);

მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონი. ტვინისთვის სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ამ ტიპის რაციონი მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, ლობიოთი, თხილეულით. კერძისთვის გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი. ტვინისთვის ასევე სასარგებლოა რძის პროდუქტები და თევზი;

შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, მაგრამ ზომიერად მიიღეთ ყავა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ნევროლოგი გვირჩევს

წყარო: kirurgia.ge